უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, ქალაქ ჩებოქსარიზე დრონებით იერიში მიიტანეს
უკრაინულმა დრონებმა 18 თებერვლის დილას რუსეთის ქალაქ ჩებოქსარიზე იერიში მიიტანეს.
გუბერნატორის თქმით, უკრაინელების იერიშს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზარალი არ მოჰყოლია.
„დღეს დილით, დრონის თავდასხმა დაფიქსირდა ჩუვაშეთში. დაღუპულები არ არიან. არცერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა არ დაზიანებულა. რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა“, - აცხადებს ჩუვაშეთის ხელმძღვანელი ოლეგ ნიკოლაევი.
ჩუვაშეთის დედაქალაქი ჩებოქსარი მდინარე ვოლგაზე, ნიჟნი ნოვგოროდსა და ყაზანს შორის მდებარეობს. ჩებოქსარი უკრაინის საზღვრიდან 900 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
უკრაინულმა დრონებმა ჩებოქსარიზე ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისშიც მიიტანეს იერიში.
მედიის ცნობით, სამიზნე რაკეტებისა და დრონებისთვის ნავიგაციის აღჭურვილობის მწარმოებელი ქარხანა იყო.
ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8:00 საათზე ოლეგ ნიკოლაევმა „უპილოტო საფრენი აპარატის განმეორებითი თავდასხმის“ შესახებ განაცხადა.
„ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურებია მობილიზებული. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნა ნიკოლაევმა.