1758186266
უცხოეთი
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში „გაზპრომის“ ნავთობქიმიური კომპლექსი დაბომბეს

უკრაინულმა დრონებმა ბაშკირეთის რესპუბლიკაში მდებარე რუსული კომპანიის, „გაზპრომის“ ნავთობქიმიური კომპლექსი დაბომბეს. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.
კომპლექსი ქალაქ სალავატში მდებარეობს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1500 კმ-ით არის დაშორებული.
ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის უფროსის, რადი ხაბიროვის თქმით, ქარხანაზე შეტევა თვითმფრინავის ტიპის ორმა დრონმა საწარმოზე იერიში მიიტანა, შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხაბიროვი ამბობს, რომ ამჟამად ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, უკრაინა რუსეთმა ნავთობის ობიექტებზე მასირებული შეტევები 2025 წლის ზაფხულში განაახლა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დარტყმების შედეგად რუსეთმა ნავთობის გადამუშავების 17% დაკარგა.