1771494085
უცხოეთი
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ფსკოვის ოლქში ნავთობის საცავზე იერიში მიიტანეს
უკრაინულმა დრონებმა 19 თებერვლის ღამეს რუსეთის ფსკოვის ოლქში ნავთობის საცავზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, დრონების იერიშმა ხანძარი და აფეთქებები გამოიწვია.
„ნავთობის საცავების განადგურება პირდაპირ გავლენას ახდენს მოწინააღმდეგის საბრძოლო ოპერაციების წარმოების, წინსვლისა და საშტაბო რეზერვების გადაადგილების უნარზე. ასეთი ოპერაციები რუსეთის სამხედრო პოტენციალის სისტემატური შესუსტების ნაწილია“, – აცხადებენ უშიშროების სამსახურში.
ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ ვედერნიკოვმა თქვა, რომ წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.