Loading data...
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ უფას შეუტიეს - ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

 უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. 

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ობიექტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, რის შემდეგაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქებების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ნავთობის პირველადი გადამუშავების ვაკუუმურ სვეტს.

უფაში თავდასხმის გამო „უპილოტო საფრენი აპარატის საფრთხის“ რეჟიმი შემოიღეს.

უფას აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, ხოლო ქალაქში მობილური ინტერნეტი გაითიშა.