Loading data...
უკრაინულმა დრონებმა ორი რუსული საბრძოლო ხომალდი დააზიანეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, მან ორი რუსული საბრძოლო ხომალდი - სადესანტო გემები „იამალი“ და „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ დააზიანა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

შეტევის დროს ეს გემები სევასტოპოლის პორტში იდგენენ. დაზიანებულ სადესანტო გემებს 1000 და 500 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლიათ.

უკრაინული მხარის ცნობით საჰაერო იერიში რადიოსალოკაციო სადგურზეც განხორციელდა, რომლის ფასი დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.