Loading data...
უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინას 130-ზე მეტი დრონით და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს

გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინას 138 დრონით და „კინჟალის“ ტიპის აერობალისტური რაკეტით, ოთხი „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და ხუთი S-30 ტიპის რაკეტით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიბისი“ უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება. 

უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა „კინჟალის“ ტიპის რაკეტა დ 114 დრონი ჩამოაგდეს.

თავდასხმა 11 ლოკაციაზე დაფიქირდა.