Loading data...
უკრაინული მხარის ცნობით, მან კასპიის ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი ააფეთქა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსული საბრძოლო ხომალდი და ნავთობის ჭაბურღილი ააფეთქეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, აფეთქებულია საპატრულო ხომალდი „ოხოტნიკი“, რომელიც კასპიის ზღვაში, ჭაბურღილის მახლობლად დაცურავდა.

ასევე აფეთქებულია „ლუკოილის“ ჭაბურღილი ფილანოვსკის სახელობის საბადოზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ამ ჭაბურღილზე მოპოვებული საწვავი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება.

მომხდართან დაკავშირებით რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.