Loading data...
უკრაინული მხარის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 48 რაკეტა და 476 დრონი გამოიყენა

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 48 რაკეტა და 476 დრონი გამოიყენეს. 

უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინაზე კომბინირებული იერიშის დროს რუსებმა 40 ფრთოსანი რაკეტა, შვიდი კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ერთი „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. 

„476 დრონიდან დაახლოებით 300 „შაჰიდის“ ტიპის დრონი იყო“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დარტყმის ძირითადი არეალი ლვოვის, ტერნოპოლისა და ხარკოვის ოლქები იყო. 

ამასთან, როგორც უკრაინული მედია, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით წერს, ტერნოპოლში რუსების საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, ხოლო 37 ადამიანი დაშავდა. 

ზელენსკის თქმით, ადამიანები, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ.