უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაზე გასულ ღამეს 100-ზე მეტი დრონით და ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე ერთი ბალისტიკური რაკეტით და 111 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.
უკრაინული მხარის ცნობით, ჩამოგდებულია რუსების 80 დრონი.
დარტყმები 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
„თავდასხმა კვლავ გრძელდება - უკრაინის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონი რჩება“, - აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მან რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს სთხოვა, ძლიერი ყინვების პერიოდში ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა უკრაინის დედაქალაქი კიევი.
„უკრაინაში ახლა ძალიან ცივა. პირადად მე ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი. ის ამას დათანხმდა. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან კარგი იყო. მან ეს გააკეთა და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს გააკეთეს. უკრაინისთვის ეს დაუჯერებელი იყო, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.