Loading data...
უკრაინული მხარის ინფორმაციით, კიევზე საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ კიევზე საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 7-მდე გაიზარდა. 

კლიჩკოს თქმით, დნეპროვსკის რაიონში ნანგრევებიდან კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

„გარდა ამისა დაშავებული ადამიანების რიცხვი 20-მდე გაიზარდა. მათგან შვიდი, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოებშია გადაყვანილი“, - აცხადებს კლიჩკო. 

ინფორმაციისთვის, 25 ნოემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა კიევზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანეს.