Loading data...
უკრაინული მედიის ცნობით, აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების დროს მხარეები პატიმრების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ

10 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში „პატიმრების მასშტაბური გაცვლა“ განხორციელდება. ამის შესახებ უკრაინულ მედიას უკრაინის დელეგაციასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა. 

„სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ ჩვენი დელეგაციის მუშაობამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო: ჩვენ შევძელით შეთანხმების მიღწევა უახლოეს მომავალში პატიმრების მასშტაბური გაცვლის შესახებ“, - განაცხადა წყარომ.

ცნობისთვის, სამმხრივი მოლაპარაკებები ხვალ, 11 ნოემბერს, განახლდება.