Loading data...
უკრაინული მედია: ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი კიევში იმყოფება და უკრაინის მხრიდან ნებართვას ელოდება, რათა „დრუჟბის“ დაზიანებული მილსადენი შეამოწმონ

ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი კიევში იმყოფება და უკრაინის მხრიდან ნებართვას ელოდება, რათა „დრუჟბის“ დაზიანებული მილსადენი შეამოწმონ, - ამის შესახებ საკითხთან დაკავშირებულმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა „ევროპულ პრავდას“ კორესპონდენტს ანონიმურობის პირობით განუცხადა.

როგორც მედია წერს, უკრაინამ ევროპელ ექსპერტებს ჯერ კიდევ არ მისცა „დრუჟბას“ დაზიანებულ ნავთობსადენზე შესვლის უფლება.

გამოცემას წყარომ განუცხადა, რომ ევროპელი ექსპერტები კვლავ კიევში იმყოფებიან და უკრაინის მთავრობისგან ნებართვას ელოდებიან. ექსპერტების მიზანია, შეაფასონ სარემონტო სამუშაოების მასშტაბი და ღირებულება.