Loading data...
უკრაინული დრონი საბერძნეთის სანაპიროსთან აღმოაჩინეს, კიევმა ბოდიში მოიხადა

უკრაინამ საბერძნეთს ბოდიში მოუხადა საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელიც იონიის ზღვაში მდებარე ლეფკადას კუნძულთან აღმოაჩინეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით. ეს ფაქტო „უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიას  უკავშირდება“.

უკრაინულმა მხარემ განუცხადა, რომ მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებს და საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების პრინციპებს.

გამოცემა „უკრაინსკაია“ პრავდა“ წერდა, რომ საბერძნეთის სანაპიროსთან აღმოჩენილი უკრაინული დრონი 100 კგ ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო აღჭურვილი. მისი დისტანციური მართვის სისტემა, სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოვიდა. დრონით, ასევე სავარაუდოდ, რომელიმე რუსულ გემზე იერიში იგეგმებოდა. ამ ფაქტის შემდეგ საბერძნეთმა უკრაინას ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა და ხმელთაშუა ზღვაში მსგავსი ოპერაციების დაუშვებლობაზე მიუთითა.