Loading data...
უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ კრასნოდარის მხარეში ნავთობის ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა 27-28 თებერვალს, ღამით, კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო იერიში განახორციელეს, ქარხანას ხანძარი გაუჩნდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

საუბარია ქარხანაზე „ალბაშნეფტზე“, რომელიც კანევსკის რაიონში მდებარეობს. ცეცხლი ქარხნის ერთ-ერთ რეზერვუარს გაუჩნდა. ადგილზე სამაშველო სამსახურები მივიდნენ.

კიდევ ერთ ქარხანაზე, „ტამანნეფტეგაზზე“, უკრაინულმა დრონებმა იერიში 15 თებერვალს განახორციელეს. იქაც შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.