Loading data...
უკრაინული დრონების იერიშის შედეგად ვორონეჟის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ ვორონეჟის ოლქში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში ხანძარი გაჩნდა. ჭურვების დეტონაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასახლება სოლდატსკოეში, რომელიც საწყობის მახლობლად მდებარეობს, ევაკუაცია გამოაცხადა. რეგიონში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოცხადდა.

უკრაინული მედიის ცნობით, დრონები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნოდა.