უკრაინულ ანალიტიკური პროექტი DeepState - მტერი უფრო აქტიური გახდა და სევერსკის რეგიონში პროგრესს აღწევს
„ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში დონეცკის ოლქის ქალაქ სევერსკის მახლობლად ფრონტის ხაზზე ცვლილებები შეინიშნება, განსაკუთრებით ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ასევე მის აღმოსავლეთ გარეუბანში, მტრის აქტივობა სულ უფრო ხშირია“, - ამის შესახებ უკრაინულ ანალიტიკური პროექტი DeepState იტყობინება.
DeepState -ის ანალიტიკოსების თქმით, მტერმა სუსტი წერტილები იპოვა და აქტიურად ზეწოლას ახდენს იქ, რაც, როგორც წესი, „ცუდი შედეგებით“ მთავრდება.
ამასთან, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსები თავდასხმებს მექანიზებული კოლონების გამოყენებით ახორციელებენ.
ინფორმაციისთვის, 25 ნოემბერს რუსულმა ძალებმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს. დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. გარდა ამისა არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, პეჩერსკის რაიონში 22-სართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. განადგურდა 4-8 სართულები.