1792750540
უცხოეთი
უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები ნოემბერში აბუ-დაბიში გაიმართება - პესკოვი
სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინის მონაწილეობით ნოემბერში აბუ-დაბიში გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას fontanka.ru ავრცელებს.
პესკოვმა ეს განცხადება მოლაპარაკებაში ევროკავშირის წარმომადგენელთა შესაძლო მონაწილეობის კომენტირებისას გააკეთა.
ცნობისთვის, 21 ოქტომბერს აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის დროს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების წინადადებები ჩაუტანა. ეს წინადადებები ოსლოში წინა დღეს გამართულ მოლაპარაკებებზე იყო შემუშავებული. 20 ოქტომბერს უიტკოფი ნორვეგიის დედაქალაქში სამშვიდობო საკითხზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდა.