1742895537
უცხოეთი
უკრაინის საჰაერო ძალებმა კურსკის ოლქში ოკუპანტების დაჯგუფება გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინულმა ავიაციამ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში, კონდრატოვკაში მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის პუნქტზე დარტყმა განახორციელა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, საჰაერო ძალებმა წარმატებით გაანადგურეს საოკუპაციო ჯარის ცოცხალი ძალის კონცენტრაცია. დარტყმის შედეგად ობიექტი მთლიანად განადგურდა, ლიკვიდირებულია 30-მდე ოკუპანტი.
„მტრის სამხედრო ინფრასტრუქტურის ამ ელემენტის განადგურება ამცირებს მის უნარს, განახორციელოს საბრძოლო ოპერაციები უკრაინის თავდაცვის ძალების შენაერთების წინააღმდეგ სუმისა და კურსკის რეგიონებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ საჰაერო ძალების პილოტები, ისევე, როგორც თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტები, გააგრძელებენ მტრის წინააღმდეგ დარტყმას, მისი სამხედრო პოტენციალის შესუსტების მიზნით.