უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინა ჩინეთს უსაფრთხოების გარანტად არ მიიჩნევს

„უკრაინა ჩინეთს უსაფრთხოების გარანტად არ მიიჩნევს და მოუწოდებს, დაიცვას პოზიცია, რომ პეკინი არ უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გეორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ჩინეთს უკრაინის უსაფრთხოების გარანტად არ მივიჩნევთ“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პრესსპიკერმა ასევე გაიმეორა უკრაინის პოზიცია, რომ ჩინეთმა რეალურად უნდა დაიცვას თავისი გაცხადებული პოზიცია, რომ ის არ უჭერს მხარს რუსეთს, ომს და მომხრეა მშვიდობისა და დიალოგის გზით პრობლემის გადაჭრის.
ინფორმაციისთვის, 3 სექტემბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, იაპონიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად, მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც 26-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ, მათ შორის რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ლიდერები.
აღლუმის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში დაადანაშაულა.