Loading data...
ტრამპი: დაე, სი ძინპინმა და ჩინეთის ხალხმა დიდებული ზეიმის დღე აღნიშნონ, თბილი მოკითხვა გადაეცით ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, როცა თქვენ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ

„დიდი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, ახსენებს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და სისხლს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისთვის გაიღო, რათა მას ძალიან არამეგობრული უცხოელი დამპყრობლისგან თავისუფლების უზრუნველყოფაში დახმარებოდა“, - აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ truthsocial-ზე წერს. 

თეთრი სახლის ლიდერი პეკინში მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო აღლუმს გამოეხმაურა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ირანის პრეზიდენტი და კიდევ სხვები ესწრებიან. 

„მთავარი კითხვაა, პრეზიდენტი სი მოიხსენიებს თუ არა იმ მასიურ მხარდაჭერასა და „სისხლს“, რაც შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისთვის გაიღო, რათა დახმარებოდა მას ძალიან არამეგობრული უცხოელი დამპყრობლისგან თავისუფლების მოპოვებაში.

ბევრი ამერიკელი დაიღუპა ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისთვის ბრძოლაში. ვიმედოვნებ, რომ მათ დამსახურებულად მიაგებენ პატივს და გახსენებენ მათი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის!

დაე, პრეზიდენტმა სიმ და ჩინეთის შესანიშნავმა ხალხმა დიდებული და ხანგრძლივი ზეიმის დღე აღნიშნონ. გთხოვთ, გადაეცით ჩემი ყველაზე თბილი მოკითხვა ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, როცა თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.