Loading data...
უკრაინის რეზერვის კაპიტანი: რუსი ოკუპანტები უკრაინის ზღვის სანაპიროს 80%-ს და გადაზიდვის მთავარ მარშრუტებს აკონტროლებენ

რეზერვის პირველი რანგის კაპიტნის, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილის, ანდრეი რიჟენკოს განცხადებით, რუსი ოკუპანტები ახლა უკრაინის ზღვის სანაპიროს 80%-ს და გადაზიდვის მთავარ მარშრუტებს აკონტროლებენ. 

„ზღვაზე გარკვეული სიმშვიდეა, რადგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა, საზღვაო უპილოტო თვითმფრინავების მასიური გამოყენების წყალობით, მტერი იძულებული გახადეს თავიანთი ხომალდები შეეჩერებინათ“, - ამბობს რეჟენკო. 

უფრო კონკრეტულად კი, როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალი საბრძოლო გემები განლაგებულია „ნოვოროსიისკში“ (რუსეთი), სადაც მტერმა მაქსიმალურად გაზარდა უსაფრთხოების ზომები და  საჰაერო თავდაცვის სისტემები გაამკაცრა.

ამასთან, რიჟენკოს თქმით, ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთიდან, რუსეთის ფედერაცია ყოველდღიურად ახორციელებს თავდასხმებს, კერძოდ ისკანდერ რაკეტებით ოდესის, ნიკოლაევის, ჩერნომორსკის და იუჟნის პორტებზე.