Loading data...
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე: უიტკოფისა და კუშნერის კიევში მოწვევა ძალაში რჩება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის იგორ ჟოვკვას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლების, სტივენ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის უკრაინის დედაქალაქში მიწვევა ძალაში რჩება.

„ეს მოწვევა ძალაში რჩება“, - განაცხადა ჟოვკვამ Interfax-Ukraine-თან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 მაისს,  ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის მოხსენების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტი კიევში 2026 წლის გაზაფხულზე, ან ზაფხულშია მოსალოდნელი.