1736455006
უცხოეთი
უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. 9 იანვარს, მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან გამართა შეხვედრა, 10 იანვარს კი იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზელენსკის პრესსპიკერმა სერგეი ნიკოფოროვმა განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პირველ პირებთან სამხედრო მხარდაჭერის საკითხების გარდა, განიხილავს უკრაინის აღდგენის შესახებ იტალიაში ზაფხულში დაგეგმილ კონფერენციას, მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.
ამასთან, საუბარი ასევე შეეხება G7-ის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვას, კერძოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე.