Loading data...
უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ ამჟამად 8.4 მილიონზე მეტი უკრაინელი იმყოფება

„რუსული აგრესიის გამო, უკრაინის ფარგლებს გარეთ ამჟამად 8.4 მილიონზე მეტი უკრაინელი იმყოფება“, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა. 

„ჩვენი 8.4 მილიონზე მეტი მოქალაქე ამჟამად უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფება“, - აღნიშნა ლუბინეცმა.

მისივე თქმით, აღნიშნული რიცხვი მოიცავს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე მთელი პერიოდის მონაცემებს, რომელიც 2014 წლიდან გრძელდება.

„ევროსტატის” მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ამჟამად დროებითი დაცვის სტატუსით უკრაინის 4.38 მილიონი მოქალაქე სარგებლობს.

უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღეს გერმანიამ, პოლონეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ.