1795621262
უცხოეთი
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსულ ავიაბაზაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ხუთი თვითმფრინავი დაზიანდა
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე „სავასლეიკას“ ავიაბაზაზე იერიში მიიტანეს.
უკრაინული მხარის ცნობით, ავიაიერიშის შედეგად ხუთი თვითმფრინავი დაზიანდა, რომლებიც უკრაინის მიმართულებით რაკეტებისა და ბომბების გასაშვებად გამოიყენებოდა.
კერძოდ, გენშტაბის განცხადებით, MiG-31 ტიპის სამი ავიაგამანადგურებელი, რომლებიც ჰიპერბგერითი რაკეტების გასაშვებად გამოიყენება და Su-34 ტიპის ორი გამანადგურებელ-ბომბდამშენი „გარკვეული ხნით“ მწყობრიდან გამოვიდა.