უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, გერმან გალუშენკოს უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ფულის გათეთრებაში ედება ბრალი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
იმ შემთხვევაში თუ გალუშენკო 425 მლნ გრივნის (30 მლნ ევროს) გირაოს გადაიხდის, ის შეიძლება სასამართლომდე გათავისუფლდეს. თავად გალუშენკო აცხადებს, რომ 30 მლნ გრივნაზე მეტის გადახდა არ შეუძლია.
გათავისუფლების შემთხვევაში, ყოფილმა მინისტრმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს და მას კიევის და კიევის ოლქის დატოვება აკრძალული ექნება. გალუშენკო ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
გერმან გალუშენკო 15 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის უკრაინის დატოვებას აპირებდა. გალუშენკო „ენერგოატომში“ ფულის გაფლანგვის საქმეში ფიგურირებს. 16 თებერვალს გალუშენკოს ბრალი წაუყენეს ფულის გათეთრების და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობის მუხლებით, რის შედეგად მთავრობაში მისი მუშაობის დროს უკანონო გზით 112 მლნ დოლარი იყო მიღებული.
გერმან გალუშენკო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის აპრილიდან 2025 წლის ივლისამდე იკავებდა.