Loading data...
უკრაინის ძალების საჰაერო იერიშის შედეგად ლიპეცკში მეტალურგიულ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

რუსეთის ქალაქ ლიპეცკზე უკრაინული დრონების იერიშის შედეგად ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ კომბინატში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იერიშები სამხედრო აეროდრომის მახლობლად განხორციელდა.

„რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონში ისმოდა სარაკეტო განგაში. ლიპეცკთან ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მუშაობდნენ. ვრცელდება ინფორმაცია აეროდრომის მახლობლად აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ“, - წერენ რუსული ტელეგრამ-არხები.

ტელეკომპანია Exilenova+ იუწყება, რომ იერიშები ტულის ოლქში  მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანაზე განხორციელდა. უკრაინის საგარეო დაზვერვის ცნობით, ამ საწარმოს პროდუქცია ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის გამოიყენება.