Loading data...
უკრაინის დაზვერვა: ყირიმში ორი ვერტმფრენი „მი-8“ და ბუქსირია განადგურებული

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უპილოტო საფრენმა აპარატებმა ყირიმის სიმფეროპოლის სამხედრო აეროდრომზე ორი რუსული ვერტმფრენი „მი-8“ გაანადგურეს. ოპერაციაში სპეცდანიშნულების რაზმი „მოჩვენებები“ მონაწილეობდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ასევე, ყირიმში ბუქსირი „ბუკ-2190“ იყო განადგურებული, რომელიც სევასტოპოლის პორტში იდგა. ბუქსირს რუსული ძალები დივერსიული ოპერაციებისთვის იყენებდნენ.

მანამდე უკრაინულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყირიმში ხუთი ძვირადღირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გაანადგურეს.