Loading data...
უკრაინაში სამოქალაქო ფრენები შესაძლოა, იანვრიდან აღდგეს - მედია

2025 წლის იანვრის ბოლომდე, უკრაინაში შესაძლოა სამოქალაქო ფრენები აღდგეს. ამის შესახებ უკრაინული მედია Marshმედია McLennan-ის უფროსი პარტნიორის, კრისპინ ელისონის მიერ კიევის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, ფრენების აღდგენა უკრაინის ერთ-ერთი აეროპორტიდან იგეგმება. 

„ჩვენ ახალი გამოწვევა გვაქვს - როგორ დავაზღვიოთ საჰაერო მოგზაურობა დასავლეთ უკრაინაში საჰაერო სივრცის გასახსნელად“, - ამბობს ელისონი.

მისივე განცხადებით, არსებობს 5-6 ავიაკომპანია, რომელსაც უკრაინიდან რეისების აღდგენა უკვე 2025 წლის იანვრიდან შეუძლია. 

თუმცა, როგორც კრისპინ ელისონი აღნიშნავს, ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის აპარატი მიიღებს ომის გამო პირობებში უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით.