Loading data...
უკრაინაში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით აკრძალული პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ დეპუტატი დააკავეს

უკრაინაში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით აკრძალული პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ დეპუტატი დააკავეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიების თანახმად, აღნიშნული პირი რუსეთის „ეფესბემ“ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გადაიბირა, რის შემდეგაც ის აქტიურად ასრულებდა რუსეთის სპეცსამსახურის დავალებებს. სხვა საკითხებთან ერთად, საქმის მასალების თანახმად, ეჭვმიტანილმა პარლამენტის წევრმა შექმნა ეფექტური მექანიზმი უკრაინის ერთ-ერთი სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელობაზე ზემოქმედებისთვის.

დეპუტატის სახელი ოფიციალურად არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა, უკრაინული მედია იუწყება, რომ საუბარია ფიოდორ ხრისტენკოზე.

ფიოდორ ხრისტენკოს ივლისში სახელმწიფო ღალატისა და გავლენების ბოროტად გამოყენების მუხლებით წაუყენეს ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს.