Loading data...
უკრაინაში, პრიმორსკის პორტზე რუსების საჰაერო დარტყმის შედეგად ზღვაში 6000 ტონა მზესუმზირის ზეთი ჩაიღვარა - ეკოლოგები

„უკრაინაში, პრიმორსკის პორტზე რუსების საჰაერო დარტყმის შედეგად 6000 ტონა მზესუმზირის ზეთი ზღვაში ჩაიღვარა, - ამის შესახებ „ერბეკა“ ეკოლოგების განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. 

„26 აპრილს, ქალაქ ჩერნომორსკზე იერიშის შედეგად დაზინდა პორტის ინფრასტრუქტურა. ხანძრის დროს განადგურდა 6 000 ტონა მოცულობის მზესუმზირის ზეთის რეზერვუარი.

აგრესიის შედეგად საზღვაო გარემოსთვის მიყენებული ზიანის საბოლოო შეფასება საჭირო მონაცემების სრული მოცულობის მიღების შემდეგ ჩატარდება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ოდესის ოლქს 26 აპრილის ღამეს დრონებით შეუტია. თავდასხმის შედეგად დაზიანდა პორტისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, საწყობები, ტექნიკური აღჭურვილობა, ტვირთის შესანახი ავზები, ადმინისტრაციული შენობები და სატვირთო მანქანები.