1762587517
უცხოეთი
უკრაინაში პოლიციელმა დაკავებული ქონებიდან 300 ათასი დოლარი მოიპარა და ტყეში მიიმალა
კიეველმა პოლიციელმა იური რიბიანსკიმ დაკავებული ქონებიდან 300 ათასი დოლარი მოიპარა და ტყეში მიიმალა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
6 ოქტომბერს პოლიციელზე ძებნა გამოცხადდა, ის სამსახურში აღარ დადიოდა და კავშირზე არ გამოსულა. პოლიციელი როვენსკის ოლქში იპოვეს. ის ტყეში იმალებოდა, სადაც დროებითი საცხოვრებელი მოიწყო - გაშალა კარავი, მიკროავტობუსი პროდუქტებით გაავსო, ასევე დასამუხტი სადგური და სხვადასხვა მოწყობილობა შეიძინა ტყეში ხანგრძლივი დროით დასარჩენად.
რიბიანსკი დაკავებულია, მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.