Loading data...
„უკრაინაში ომი „აწყობს“ უკრაინის მმართველ კლასს“, - რას ამბობდა 6 თვის წინ კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელიც დღეს საჯაროდ სიტყვით გამოსვლისას მოკლეს

„უკრაინაში ომი „აწყობს“ უკრაინის მმართველ კლასს“, - ამბობდა კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, ექვსი თვის წინ, რომელიც დღეს მოკლეს.

როგორც ჩანს, მისთვის მთავარი ამოცანა იყო, დაედგინა თუ ვინ სარგებლობდა მშვიდობით და ვინ - ომით?

„უკრაინელი ხალხი სარგებლობს მშვიდობით, ამერიკელი ხალხი სარგებლობს მშვიდობით, კაცობრიობა სარგებლობს მშვიდობით! მაშ, ვინ სარგებლობს ომით?“, - კითხვას სვამდა ჩარლი კირკი და საკუთარ კითხვას თვითონვე სცემდა პასუხს: „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, უკრაინის მმართველი კლასის ოლიგარქები სარგებლობენ ომით!“, - აღნიშნავდა კირკი. 

მისი თქმით, მსოფლიოს უნდა დაეწყო დიპლომატიური მოლაპარაკებები რუსეთთან და „დიდი შეცდომა იყო იმის თქმა, რომ რუსეთი აშშ-ის მტერია“.

„ჩვენ გავხადეთ ისინი მტრებად! აუცილებლად უნდა ვცადოთ, რომ მათ შორის განხეთქილება დავიწყებას მიეცეს“, - აღნიშნავდა კირკი და ხაზს რუსეთისა და ჩინეთის მძლავრ კავშირს უსვამდა. 

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი დიდწილად შეცდომა იყო და მიზნად ისახავდა ერთადერთ ფაქტს, რომ რუსეთი მსოფლიოს იდეოლოგიურ მტრად მოვლენილიყო.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის აშშ-ის მტრად შენარჩუნებისთვის ძალიან ბევრი, ცრუ არგუმენტის გავრცელება გახდა საჭირო“, - აღნიშნავდა და ხაზგასმით ამტკიცებდა კირკი.