უკრაინაში კორუფციის ბრალდებით საჰაერო ძალების და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები დააკავეს
უკრაინის ჟიტომირის ოლქში საჰაერო ძალების ლოგისტიკის სარდალი და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.
დაკავებულები თვითმფრინავების თავშესაფრების მშენებლობის თანხების მითვისებაში და კორუფციაში არიან ბრალდებულები.
დაკავებულები არიან უკრაინის საჰაერო ძალების ლოგისტიკის სარდალი, პოლკოვნიკი ანდრეი უკრაინცი და ჟიტომირის ოლქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი ვლადიმერ კომპანიჩენკო.
საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის მაისში დამცავი კონსტრუქციების ასაგებად 1,4 მლრდ გრივნა (32 მლნ აშშ დოლარი) იყო გამოყოფილი. შემოწმების დროს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამებოდა, ხოლო კონსტრუქცია ავიაციის სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. ასევე სამუშაოების შესრულების ფასი იყო ხელოვნურად გაზრდილი.
საქმის ფიგურანტები ქრთამის სახით 320 ათასი აშშ დოლარის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.
ჩინოვნიკებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.