Loading data...
უკრაინას 528 სამხედროს ცხედარი დაუბრუნეს

უკრაინას 528 სამხედროს ცხედარი გადასცეს, რომელთა იდენტიფიცირება არის აუცილებელი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„რეპატრიირებული ცხედრების ტრანსპორტირება მოხდება და შემდეგ მათ ექსპერტიზა ჩაუტარდებათ“, - განაცხადეს უკრაინის გენერალურ შტაბში.

ცხედრების დაბრუნების პროცესში ჩართული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამდივნო, სამხედრო ტყვეების საკოორდინაციო შტაბი და უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური. ამ პროცესში უკრაინას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ეხმარებოდა.

15 მაისს სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა და უკრაინამ სამხედროთა ცხედრები გაცვალეს, კიევს 526 ცხედარი გადაეცა, სოლო მოსკოვს - 41 ცხედარი.