Loading data...
„უკრაინამაც წინა დღეს ბევრ ობიექტს დაარტყა“ - ტრამპმა უარი თქვა რუსეთის დადანაშაულებაზე ენერგეტიკული ზავის დარღვევაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას უარი თქვა რუსეთის დადანაშაულებაზე ენერგეტიკული ზავის დარღვევაში, რომლის შესახებაც მან 11 ოქტომბერს გამოაცხადა.

ამერიკელ ლიდერს კომენტარი სთხოვეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსულმა ძალებმა მხოლოდ 12 ოქტომბერს უკრაინის ექვს ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს.

„უკრაინამაც წინა დღეს ბევრ ობიექტს დაარტყა“, - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოგვიანებით დააზუსტებს და განმარტავს, დაარღვია თუ არა რუსეთმა გამოცხადებული ენერგეტიკული ზავი.