Loading data...
უკრაინამ Patriot-ის რაკეტების ახალი პარტია მიიღო - ზელენსკიმ დეტალები გაამხილა

ორი დღის წინ უკრაინამ უახლესი დაპირებული პაკეტიდან საჰაერო თავდაცვის რაკეტების პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

„მადლობა მარკს PURL-ის პროგრამისთვის [ნატოს მიერ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენისთვის], მადლობა სხვა მეგობრებსა და მოკავშირეებს. ჩვენ გვჭირდება PAC-3 და PAC-2 რაკეტები შეერთებული შტატებისგან. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ საჰაერო თავდაცვის უახლესი პაკეტისთვის. ყველა დეტალის გაზიარება არ შემიძლია. თუმცა ნახევარი პაკეტი უკვე აქ არის; ის ორი დღის წინ ჩამოვიდა. ასე რომ, დიდი მადლობა. მოუთმენლად ველით ამ პროგრამის გაგრძელებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან დასავლელ მოკავშირეებს უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენაში დახმარებისთვის მიმართა.

„რუსეთი ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენს ენერგოსისტემას ურტყამს. საშინელი ზამთარი გვქონდა. და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩვენი მეგობრების დახმარებამ და ჩვენი ხალხის გამძლეობამ მოგვცა საშუალება, გადავრჩენილიყავით. სწორედ ამიტომ ვითხოვთ დახმარებას ენერგოსისტემის აღდგენაში. ვიმედოვნებ, რომ ამ ომს დავასრულებთ. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ მომავალ ზამთარზე უნდა ვიფიქროთ. და სწრაფი ნაბიჯები უნდა გადავდგათ; ჩვენ გვაქვს გეგმები და მათ გაგიზიარებთ. ბოლოს და ბოლოს, ამის დამოუკიდებლად აღდგენა ძალიან რთულია“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.