უკრაინამ დრონებით რუსეთის რეგიონებს შეუტია
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. შეტევის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაშავდნენ ადამიანები. ამის შესახებ Deutсhe Welle იუწყება.
ქალაქ ორიოლში თბოელექტროსადგური დაზიანდა, რის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეფერხებები შეიქმნა. ადგილობრივი მოსახლეობა წყლის და გათბობის მხრივ შეფერხებებზეც წერს. კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანება ორიოლის ოლქის გუნერნატორმა, ანდრეი კლიჩკოვმაც დაადასტურა.
დრონებით შეტევები განხორციელდა ასევე ქარხანაზე „ტოლიატიაზოტი“, რომელიც რუსეთში ამიაკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ადგილობრივი მოსახლეობა წერს, რომ ქარხანაზე შეტევის შემდეგ მასთან მიმავალი გზები გადაკეტეს.
აფეთქებები მოხდა ასევე ვორონეჟის, ლიპეცკის, ბელგოროდის და როსტოვის ოლქებში. ბელგოროდში შეტევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. ლიპეცკში კი დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
ტაგანროგში დაზიანდა 5 კერძო სახლი, 3 ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როსტოვში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დაზიანდა, რის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემები შეიქმნა.