Loading data...
უკრაინამ და მოლდოვამ EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Associated Press News, რომელიც აღნიშნავს, რომ „გაწევრიანებას, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება“.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს არის დღე, რომლისთვისაც თავდაუზოგავად მუშაობდნენ, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ ეს „ისტორიული დღეა“. 

უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გამოეხმაურა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი, რომელიც ამჟამად ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს. 

მისი შეფასებით, ეს „ყველასთვის ისტორიული მომენტია“.