უკრაინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ „დრონების კედელს“ ქმნის
უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატებისგან შემდგარ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ „დრონების კედელს“ ქმნის. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
სისტემამ უკრაინა მოიერიშე დრონებისგან და მართვადი ავიაბომბებისგან უნდა დაიცვას. ექსპერტები „დრონების კედელს“ საჰაერო ნაღმის ველს ადარებენ, რომელიც ასობით მინი-დრონისგან შედგენა. დრონები აღჭურვილია აკუმულატორით და მცირე ასაფეთქებელი მუხტით, რაც ავიაბომბებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად სავსებით საკმარისია. „დრონების კედელში“ შემავალი აპარატების მართვა GPS სისტემის გარეშეც არის შესაძლებელი.
რადარიდან მიღებული განგაშის სიგნალის შემდეგ DWS-1 სისტემა დრონებს ჰაერში გაუშვებს და ისინი რანდენიმე ათასი მეტროს სიმაღლეზე განთავსდებიან. დრონებს „ჩემი-სხვისი“ სისტემის ამოცნობის ფუნქცია აქვთ, ის მოიერიშე დრონს ან ბომბს უახლოვდება და მის სიახლოვეს ფეთქდება, შესაბამისად შეტევითი საჰაერო საშუალება ტრაექტორიას სცდება. დრონები, რომლებიც გამოყენებული არ არის, ბაზაზე ბრუნდება. დრონებს რეალური დროის რეჟიმში ხელოვნური ინტელექტი მართავს და მათ სტრუქტურას საჭიროების მიხედვით ცვლის - კონკრეტული საფრთხის მიხედვით.
უკრაინამ მსგავსი დრონების ცდები უკვე ჩაატარა. ახლა ის „დრონების კედლის“ რეალურ საბრძოლო პირობებში გამოყენებას დაიწყებს.