„უკრაინა დიდად აფასებს გაერთიანებული სამეფოს ურყევ და პრინციპულ პოზიციას“ - ზელენსკიმ მეფე ჩარლზს III-ს ტრამპთან შეხვედრის დროს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მეფე ჩარლზ III-ს, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
როგორც X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ აღნიშნა, „უკრაინა დიდად აფასებს გაერთიანებული სამეფოს ურყევ და პრინციპულ პოზიციას“.
„როდესაც ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ყველანი მტკიცედ უნდა დავდგეთ და დიდი ბრიტანეთი კვლავაც ლიდერობს თავისუფლების დაცვაში მრავალ ფრონტზე. ერთად ჩვენ ბევრს მივაღწიეთ და თავისუფლების მოყვარული ერების - დიდი ბრიტანეთის, ჩვენი ევროპელი პარტნიორების და აშშ-ის - მხარდაჭერით ჩვენ ვაგრძელებთ ღირებულებების და სიცოცხლის დაცვას. ჩვენ გაერთიანებულები ვართ დიპლომატიის ეფექტურობისა და ევროპის კონტინენტზე მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მცდელობებში“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ამ კონტექსტში, ზელენსკიმ ასევე ახსენა გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინას შორის 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონის ხელმოწერა.
„გუშინ უმაღლესმა რადამ დიდი თანხმობით დაუჭირა მხარი ამ ისტორიულ შეთანხმებას და დღეს მე მას ჩემი ხელმოწერით პარლამენტს ვუბრუნებ“, - დასძინა მან.
I extend my deepest thanks to His Majesty King Charles III @RoyalFamily for his steadfast support. Ukraine greatly values the United Kingdom’s unwavering and principled stance.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 18, 2025
When tyranny threatens Europe once again, we must all hold firm, and Britain continues to lead in…