Loading data...
უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, გადაიდო - Reuters

დღეს, 1-ელ თებერვალს აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა უკრაინის, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, როგორც ჩანს არ გაიმართება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ოფიციალური ცნობა შეხვედრის გადადების შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკული მხარისგან ინფორმაციას ელის და შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა.