Loading data...
უკრაინა-აშშ-ის სამშვიდობო გეგმის მიხედვით, აშშ, ნატო და ევროპა უკრაინას მისცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც მე-5 მუხლს ასახავს, უკრაინა ევროკავშირის წევრი კონკრეტულ დროს გახდება

უკრაინისა და აშშ-ის მიერ ერთობლივად შედგენილი 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები, ნატო და ევროპის ხელმომწერი სახელმწიფოები უკრაინას მისცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ასახავს მე-5 მუხლს.

 ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ პუნქტს აქვს შემდეგი კომპონენტები: თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, კოორდინირებული სამხედრო რეაგირების გარდა, რუსეთის წინააღმდეგ ყველა გლობალური სანქცია აღდგება; თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში ან პროვოკაციის გარეშე გახსნის ცეცხლს რუსეთის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების გარანტიები ბათილად ჩაითვლება. თუ რუსეთი გახსნის ცეცხლს უკრაინაზე, უსაფრთხოების გარანტიები ამოქმედდება; ამ შეთანხმებით ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები გამორიცხული არ არის.

სამშვიდობო გეგმის თანახმად, ასევე, განისაზღვრება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი და ქვეყანა მოკლევადიან პრივილეგირებულ წვდომას მიიღებს ევროპულ ბაზარზე.

ზელენსკის თქმით, ამჟამად ეს აშშ-სა და უკრაინას შორის ორმხრივი დისკუსიაა, ევროპული დადასტურების გარეშე. ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი სურს, რადგან ეს კიევის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა.