Loading data...
უკრაინა 100 ფრანგული ავიაგამანადგურებლის შეძენას გეგმავს

უკრაინა საფრანგეთში Rafale-ს ტიპის 100 ავიაგამანადგურებლის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ეს თვითმფრინავები უკრაინული ჯარის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

Le Figaro-ს ცნობით, ამ ეტაპზე მხარეებმა შესაბამის დეკლარაციას მოაწერეს ხელი, ხოლო ავიაგამანადგურებლების შეძენა მომავალში იგეგმება, Rafale საჰაერო თავდაცვის ახალ დონეს უზრუნველყოფს.

Dassault Rafale არის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელი, რომელსაც კარგი მანევრირება გააჩნია. მას შეუძლია მოიერიშე თვითმფრინავის ფუნქციების შესრულება, ასევე სადაზვერვო ოპერაციებში მონაწილეობა. თვითმფრინავი SPECTRA-ს ტიპის დაცვის სისტემით არის აღჭურვილი, რომლის დახმარებითაც რაკეტების აღმოჩენა და რადიოსალოკაციო გაფრთხილებაა შესაძლებელი. ასევე საჰაერო ხომალდს ჩამხშობი საშუალებები გააჩნია.

Rafale «4+/4.5» თაობის ავიაგამანადგურებელია. ეკიპაჟი 1 ან 2 პილოტისგან შედგება.