1754307902
უცხოეთი
უიტკოფის ვიზიტი რუსეთში 6 აგვისტოს არის მოსალოდნელი - რუსული მედია

აშშ-ის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის ვიზიტი რუსეთში 6 აგვისტოს არის მოსალოდნელი. ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს წყაროებმა დაუდასტურეს, მათ შორის ამერიკული მხრიდან.
„ოთხშაბათისთვის ვგეგმავთ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ. „გეგმის მიხედვით, 6 აგვისტოს“, - დაადასტურა სხვა წყარომ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უიტკოფი რუსეთს შესაძლოა ამ კვირაში, კერძოდ კი 6, ან 7 აგვისტოს ეწვიოს. მან ასევე გაიმეორა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დადგენილ ვადაში არ დათანხმდება, სანქციებს დააწესებს, თუმცა აღნიშნა, რომ რუსები მათ გვერდის ავლაში კარგად ერკვევიან.