1777837585
უცხოეთი
უიტკოფის თქმით, აშშ ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის განცხადებით, აშშ ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
კერძოდ, ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაზე, რომ აშშ-მა თეირანის უახლეს წინადადებას უპასუხა და ირანი ამჟამად ამ პასუხს განიხილავს. ჟურნალისტმა უიტკოფს მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ განახლებული ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.
„ჩვენ ვსაუბრობთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ებრაულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება მისთვის „მიუღებელია“. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო სიტუაცია „ძალიან კარგად ვითარდება“.