ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო გეგმა უარყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება განიხილა, მაგრამ უარყო ის, იტყობინება Clash Report-ი ისრაელის მედიაზე დაყრდნობით.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სამხედრო სიტუაცია „ძალიან კარგად ვითარდება“.
CNN-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ესმაილ ბაღაეიმ განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის წინადადებას პაკისტანის მეშვეობით უპასუხა. მან დასძინა, რომ თეირანი ვაშინგტონის პასუხს განიხილავს.
„ჩვენი 14-პუნქტიანი გეგმა ექსკლუზიურად ომის დასრულებას ეძღვნება და არ მოიცავს ბირთვულ საკითხებს. ამ ეტაპზე ჩვენ ფოკუსირებულები ვართ რეგიონში, მათ შორის ლიბანში, ომის დასრულების კონკრეტულ ზომებზე“, - განაცხადა ბაღაეიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მოთხოვნა ჰორმუზის სრუტის განაღმვის შესახებ ირანის გეგმის ნაწილი არ არის.