Loading data...
უიტკოფი: ირანის მომლაპარაკებლები ამაყობდნენ, რომ მათ საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი ჰქონდათ 11 ბირთვული ბომბის შესაქმნელად

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებების დროს ამაყობდა, რომ მას საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი ჰქონდა 11 ბირთვული ბომბის დასამზადებლად.

მისი თქმით, ირანის ფაქტობრივი აღიარება მიმდინარე წლის დასაწყისში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს მოხდა.

„პირველ შეხვედრაზე ორივე ირანელმა მომლაპარაკებლებმა პირდაპირ, ყოველგვარი სირცხვილის გარეშე გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ 460 კგ 60%-ით გამდიდრებული ურანი და რომ იცოდნენ, რომ მისი გამოყენება 11 ბირთვული ბომბის დასამზადებლად შეიძლებოდა“, - განაცხადა მან Fox News-ის ეთერში.