ტუსკმა მიანიშნა, რომ გაკვირვებულია პოლონეთის ხსენებით „სამშვიდობო გეგმაში“, რომლის შესახებაც მასთან კონსულტაციები არ ჩატარებულა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მიანიშნა, რომ გაკვირვებული იყო აშშ-ის 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმაში“, რომლის შემუშავებაშიც ვარშავა არ მონაწილეობდა, მისი ქვეყნის ხსენებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ვერაფერი გადაწყდება.
„პოლონეთთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება პოლონელების მიერ იქნება მიღებული. არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე. როდესაც საქმე მშვიდობას ეხება, ყველა მოლაპარაკებაში უკრაინა უნდა იყოს ჩართული. არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, - წერს ტუსკი X-ზე.
აშშ-ის 28-პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტში ნახსენებია, რომ ევროპული გამანადგურებლები პოლონეთში უნდა განთავსდეს.
პოლონეთი ასევე ნახსენებია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დამატებითი დოკუმენტის პროექტში, „მსურველთა კოალიციაში“ მის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
All the decisions concerning Poland will be taken by Poles. Nothing about us without us. When it comes to peace, all the negotiations should include Ukraine. Nothing about Ukraine without Ukraine.
— Donald Tusk (@donaldtusk) November 21, 2025