Loading data...
ტუსკი ტრამპს: ჩვენც ვისურვებდით, რომ პოლონეთზე დრონებით თავდასხმა შეცდომა ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე არ არის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოსაზრება, რომ რუსულმა დრონებმა შესაძლოა, შეცდომით დაარღვიეს პოლონეთის საჰაერო სივრცე.

„ჩვენც ვისურვებდით, რომ პოლონეთზე დრონებით თავდასხმა შეცდომა ყოფილიყო. მაგრამ ეს ასე არ არის. და ჩვენ ეს ვიცით“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.